“ძალიან ბევრი პროფესიონალი, დარგის ექსპერტი, მათ შორის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ იყო ბევრი პრობლემა – პრობლემა ერთის მხრივ მონიტორინგის სისტემების არარსებობის, მეორეს მხრივ, არასათანადო რეაგირების თვალსაზრისით” -თინა ბოკუჩავა

ძალიან ბევრი პროფესიონალი, დარგის ექსპერტი, მათ შორის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ იყო ბევრი პრობლემა – პრობლემა ერთის მხრივ მონიტორინგის სისტემების არარსებობის, მეორეს მხრივ, არასათანადო რეაგირების თვალსაზრისით – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ  განაცხადა.

მისი თქმით,საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა კი დროებითი კომისიის შექმნის პირდაპირი საფუძველია.

„ძალიან ბევრი პროფესიონალი, დარგის ექსპერტი, მათ შორის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ იყო ბევრი პრობლემა – პრობლემა ერთის მხრივ მონიტორინგის სისტემების არარსებობის, მეორეს მხრივ, არასათანადო რეაგირების თვალსაზრისით. ეს ორი მიმართულებაა ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს. საუბარია იმაზე, რომ გამოყოფილი იყო საბიუჯეტო სახსრები ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნის მიზნით. ვხედავთ, რომ ასეთი სისტემა დღემდე არ არსებობს. საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა კი დროებითი კომისიის შექმნის პირდაპირი საფუძველია“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.