McDonald’s-ი რუსეთში ბიზნესს ყიდის და ქვეყნის ბაზრიდან გადის

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s რუსეთში ბიზნესს ყიდის და ქვეყნის ბაზრიდან გადის. ამის შესახებ BBC კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერთ.

გამოცემის ინფორმაციით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ომით გამოწეული ჰუმანიტარული კრიზის ფონზე მიიღეს და ასევე იმის გამო, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება „McDonald’s-ის ფასეულობებს აღარ შეესაბამება. ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეისყიდის ბიზნესს.

უკრაინაში ომის გამო McDonaldʼs-მა რუსეთის ტერიტორიაზე 850-ვე რესტორანი დახურა.