,,უკრაინაში ომის დასრულების ნიშნებს ვერ ვხედავ” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოთქვა ომის შესაძლო ესკალაციის გამო.

„რუსეთისთვის აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალია და ეს არის უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა. ეს არ ნიშნავს დიქტატით მშვიდობის მიღწევას, ტერიტორიის ნაწილის წართმევას და შემდეგ თქმას „აქ მოაწერეთ ხელი“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, დასავლეთისთვის მიუღებელი იქნება საზღვრების ცვლილება, რომლებსაც უკრაინა ეწინააღმდეგება.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password