ზელენსკი: ხერსონის ოლქში დღეს სამი სოფელი გათავისუფლდა

ხერსონის რაიონში გათავისუფლებულია სამი სოფელი, კერძოდ, ნოვოვოსკრესენსკოე, ნოვოგრიგოროვკა და პეტროპავლოვკა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე განცხადებით, უკრაინელი სამხედროების წარმატებული წინსვლა გრძელდება.

მხოლოდ ამ დღის განმავლობაში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმიდან გათავისუფლდა და დასტაბილურდა ისეთი დასახლებები, როგორიცაა ნოვოვოსკრესენსკოე, ნოვოგრიგოროვკა და პეტროპავლოვკა“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჰაერო ძალებმა 6 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.