ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსეთმა ღამით ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, დარტყმების შედეგად წარმოიშვა ხანძრები, და დანგრეულია საცხოვრებელი სახლები

მოგვიანებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაღუპულია 2 ადამიანი

იერიშის შედეგების ამსახველი ფოტოები ტელეგრამარხებზე ვრცელდება.