რუსეთი მუდმივად ცრუობს თავისი განზრახვების შესახებ, ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა მისი სიტყვებით – იენს სტოლტენებრგი

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების გარემო დრამატულად გაუარესდა, პრეზიდენტ პუტინის სასტიკი ინტერვენცია უკრაინაში შოკისმომგვრელი იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მოულოდნელობა. ნატო-მ საჯაროდ გააზიარა სადაზვერვო ინფორმაცია და არაერთხელ გამოსცა გაფრთხილება, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენებრგმა 2021 წლის ყოველწლიური ანგარშის წარდგენისას განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, უკრაინიდან რუსეთის დანაყოფების არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება ხდება.

„ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი შეამცირებს სამხედრო ოპერაციის მასშტაბს კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში, თუმცა რუსეთი მუდმივად ცრუობს თავისი განზრახვების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა მისი სიტყვებით. ჩვენი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ხდება რუსეთის დანაყოფები არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება. რუსეთი ცდილობს, გადააჯგუფოს, მიაწოდოს მარაგები და გააძლიეროს თავისი შეტევა დონბასის რეგიონში. ამავე დროს, რუსეთი ინარჩუნებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ დამატებით შეტევით ქმედებებს, რასაც მეტი ტანჯვა მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.