ირანის პრეზიდენტი – ავღანეთში აშშ-ის „წარუმატებლობა“ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობაა

ირანის პრეზიდენტის გებრაჰიმ რაისის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო წარუმატებლობა და ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა, ქვეყანაში სიცოცხლის, უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობაა – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანი მხარს უჭერს ავღანეთში სტაბილურობის აღდგენას და როგორც მოძმე ერი, ავღანეთის ყველა ჯგუფს ეროვნული შეთანხმების მისაღწევად იწვევს.