ვაქცინაციის კამპანია ჩავარდა – დღეში 50 გარდაცვლილი საქართველოსთვის დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასია – გია ხუხაშვილი

ვაქცინაციის კამპანია ჩავარდა – დღეში 50 გარდაცვლილი საქართველოსთვის დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასია – ამის შესახებ ექპერტმა, გია ხუხაშვილმა ,,ჯიემთივისთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია და პროცესი ძალიან შორს არის წასული.

,,ვაქცინაციის კამპანია ჩავარდა. კარგია, რომ ადამიანების თვითშეგნების ხარჯზე, ვაქცინაციამ დღეს მდგომარეობით ტემპი აიკრიფა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს ვაქცინაციაც უკვე დაგვიანებულია. ვაქცინაცია ჩვენ ამ ტალღაში ვეღარ გვიშველის, იმიტომ რომ ძალიან შორის არის პროცესი უკვე წასული. კამპანია უნდა ყოფილიყო უფრო აქტიური. დღეის მდგომარეობით ნახევარი მოსახლეობა გვყავს ანტივაქსერი, მათთან იყო უსერიოზულესი მუშაობა საჭირო. დღესაც მთავრობის წარმომადგენლები ერთეულოვანი, ცალკეული მოწოდებებით შემოიფარგლებიან და სისტემური მუშაობა ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. თუ ჩვენ ნახევარი მოსახლეობისა დაგვრჩა არავაქცინირებული, რა გვექნება შედეგი?!

ჩვენ დღეში 50 გარდაცვლილი გვყავს. ეს რას ნიშნავს იცით, რომ ამ დინამიკით ამ თვეში  ჩვენ გვეყოლება  1500 მდე გარდაცვლილი. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოს ეს უკვე დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასია,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.