ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სარკინიგზო კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს.

“გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი მშვიდობიან დილას გისურვებთ ჩვენი დიპლომატიური მატარებლიდან”, – იუწყება კომპანიამ Telegram-ზე.

მედიის ინფორმაციით, ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დაანონსდა. აღსანიშნავია, რომ ხვალ ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაცია უნდა გასცეს.