რუსმა ოკუპანტებმა ბერდიანსკის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული ხუთი გემი მოიპარეს

ბერდიანსკის საზღვაო პორტიდან მარცვლეულით დატვირთული ხუთი გემი გაუჩინარდა – ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

,,ბერდიანსკის მცხოვრებთა თქმით, იქ 5 გემი იტვირთებოდა. ნაწილი სრულად იყო დატვირთული – საბაჟო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ნაწილი ნაწილობრივ დატვირთული. რამდენიმე დღის წინ ეს გემები გაქრა ბერდიანსკის პორტიდან. ხალხი ამბობს, რომ გემები რუსებმა წაიყვანეს. ახლა კი ვნახოთ, გემი გარკვეულ კოდებს აწვდის პირდაპირ საინფორმაციო ცენტრს და ჩვენ გავიგებთ მათ მდებარეობას. გემებზე ათიათასობით ტონა მარცვლეულია დატვირთული”, – თქვა მან.

როგორც UNIAN იტყობინება, რუსი სამხედროები უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში შევიდნენ ქალაქ ბერდიანსკში. კერძოდ, რუსულმა სამხედრო ტექნიკამ დაიკავა ყოფილი ბერდიანსკის აეროპორტის ტერიტორია.

ოკუპანტებმა დაიწყეს პროპაგანდისტული ბუკლეტების დარიგება „რუსეთთან გაერთიანების შესახებ“. მათ ასევე აიღეს რადიოსადგური აზოვის ტალღა. გარდა ამისა, რუსები აშინებენ ადგილობრივ ჟურნალისტებს და აიძულებენ იმუშაონ რუსული პროპაგანდისთვის.