უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 11 სექტემბრს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

მტერი აგრძელებს ჩვენს პოზიციებზე სროლას, ახორციელებს საჰაერო დაზვერვას დაცდილობს მიიღოს ზომები დაკარგული პოზიციის აღსადგენად. გასული დღის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 18 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა. დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლება, კერძოდ კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, დნიპრო, პავლოგრადი, ველიკომიხაილოვკა.

ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში რუსი ოკუპანტებისგან დასახლებების გათავისუფლება გრძელდება” – აღნიშნულია ინფორმაციაში.