,,რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია” – მიხაილ პოდოლიაკი
რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების პროცესი აღდგება და როგორც მე მეჩვენება, მოდერატორი იქნება ზელენსკი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ თქვა, რომ კიევი პრაქტიკულად გავიდა მოსკოვთან მოლაპარაკებების პროცესიდან.