ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა კვლავ გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ერთმანეთს შეხვდებიან.  ამის შესხებ ნატოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განახლდა ინფორმაცია.

მანამდე დამდენიმე საათით ამავე გვერდზე ეწერა, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი დაკონკრეტებული არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით კი ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატოს გენმდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა. სტოლტენბერგს ერთი კვირის წინ კორონავირუსი ჰქონდა.