პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ვიოლა ფონ კრამონს და მარკეტა გრეგოროვას შეხვდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ბრიუსელში ევროპარლამენტარებს: ვიოლა ფონ კრამონს და მარკეტა გრეგოროვას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გამხორციელების აუცილებლობას.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტი.
დეპუტატებმა ევროპარლამენტარებს პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები გააცნეს.