ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინის მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინის მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს.

როგორც მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საფრანგეთი თვალს ადევნებს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ სიტუაციას.

„დნესტრისპირეთში ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ არ შეიძლება გამოვრიცხავთ კონფლიქტის გავრცელება მეზობელ ქვეყნებში”, – თქვა მაკრონმა.