ალექსანდრ ერმაკი: უსამართლოა, როცა ქვეყნები სანქციების გვერდის ავლით საკუთარ შემოსავალს ზრდიან – მათ შორის საქართველოც

„საქართველო რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ ერმაკმა ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ერმაკი ამბობს, რომ მეორადი სანქციები არა აცდებათ ქვეყნებს, ვინც რუსულ თამაშს თამაშობს.

„ჩვენ შეგვიძლია სერიოზული სანქციების შემუშავება, მაგრამ ყოველთვის იქნება ადამიანების, თუ კომპანიების მცდელობა, ამ სანქციებს თავი აარიდონ.

უსამართლოა, როცა ქვეყნები სანქციების გვერდის ავლით საკუთარ შემოსავალს ზრდიან. ისინი ძირითადად აზიური ქვეყნები არიან. სამწუხაროდ, ამ ე.წ. შავ სიაში ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოც მოიაზრება,”- განაცხადა ერმაკმა.

ერმაკმა ასევე ისაუბრა იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსული კომპანიების წილებს ფლობენ.

„ვიცით, რომ ქართველ ბიზნესმენთა ნაწილი ფლობს მნიშვნელოვან წილს რუსულ კომპანიებში, მაგალითად გაზპრომში. ვფიქრობ, არსებობს დიდი რისკი, რომ ისინი რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებაში ჩართული იყვნენ”.- თქვა ერმაკმა.