ომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 28 850 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 21 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 28 850;
  • ტანკი – 1 278;
  • ჯავშანტექნიკა – 3 116;
  • საარტილერიო სისტემა – 596;
  • სარაკეტო სისტემა – 201;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93;
  • თვითმფრინავები – 204;
  • ვერტმფრენი – 169;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 462;
  • ​საკრუიზო რაკეტები – 104.
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 178;
  • გემი/ნავი/კატარღა – 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 43;