ეკა ბესელია საერთაშორისო ფორუმზე მოხსენებით გამოვა

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

3-6 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთავმჯდომარე ეკა ბესელია ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილებას და მოხსენებით გამოვა. იგი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიღწევებსა და სიახლეებზე პრეზენტაციას წარადგენს. ღონისძიება ვესტმისტერის დემოკრატიული ფონდის მიერ არის ორგანიზებული.

ადამიანის უფლებებისა და პარლამენტარიზმის საკითხებში ვესტმისტერის საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს საქართველოს, ხორვატიის, მაკედონიის და სხვა ქვეყნების პარლამენტების ადამიანის უფლებათა კომიტეტების საქმიანობა და წარუდგინეს კონკრეტული რეკომენდაციები.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა წარმატებით შეასრულა ყველა ეს რეკომენდაცია და მას სხვა ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი მიღწევები აქვსსაქართველო შეაფასეს როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული რეკომენდაციები შეასრულა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მოხსენებით პოზიტიურ გამოცდილებას გაუზიარებს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, კერძოდ, ისაუბრებს თუ რა სიახლეები დანერგა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და როგორ შეძლო ეს. კომიტეტის მიერ დანერგილი ახალი ფორმატები კი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს.

ვესმისტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებულ ღონისძიებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძედა კომიტეტის წევრი მერაბ კაჭახიძეც დაესწრება.

კომენტარის დატოვება