სიცივისა და სიბნელის დამამარცხებელი 455 ლარი! მეგობრებო, იქნებ….

ქეთი მიქაძე

მე ამ ოჯახს არ ვიცნობ, ასე რომ არავის გეგონოთ, “ნაცნობობით” გთხოვთ რამეს…ვიცი, ახლა ახალი წელი მოდის და ყველას საკუთარი საზრუნავი აქვს, მაგრამ….

ახალ წლამდე 3 დღე რჩება, წინასაახალწლო განწყობის შექმნას ცდილობს ყველა, ჩვენც ვცდილობთ შევქმნათ საახალწლო განწყობა, მასალებს სააგენტოზე მილოცვებს ვურთავთ, ვცდილობთ რაღაც კარგი ვთქვათ და პოზიტივი გავავრცელოთ, მაგრამ რომ წარმოვიდგენთ, რომ ვიღაც ახალი წლის ღამეს ჩაბნელებულ, ცივ ოთახში შეხვდება, მხოლოდ ერთი ნატვრა გვრჩება-ჯადოსნური ჯოხი გვქონდეს და ერთი აქნევით შევცვალოთ ასეთი ოჯახების ყოფა.

ოჯახი, რომელზეც ახლა გიამბობთ, ხაშურში ცხოვრობს. ისინი დევნილები არიან. ახალგაზრდა დედა შორენა კობალაძე მარტო ზრდის 2 შვილს, არც ერთ სამუშაოს არ თაკილობს, რომ იტყვიან „წელზე ფეხს იდგამს“, მაგრამ არაფერი გამოსდის…

ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. მარტოხელა დედა ზრდის 2 ობოლ შვილს.  მარიამი 14 წლისაა, საბა 11-ის.

ამ ბავშვებს ყველაფერი სჭირდებათ, დაწყებული საკვებითა და ტანსაცმლით, დამთავრებული ავეჯით (იხილეთ სურათები). არ აქვთ საწოლები და აგურზე გადებულ კარდონებზე სძინავთ… არ აქვთ კარადები და ტანსაცმელს ყუთებში ინახავენ და კედელზე კიდებენ. ტანსაცმელიც ფაქტიურად სხვისი “შემოწირულობაა”. მაცივარზე, ტელევიზორზე და სხვა კომფორტზე საუბარიც ზედმეტია. ოთახი, რომელიც შეიძლება სამზარეულო იყოს, არის ნესტისაგან ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ ხმარობენ. თუმცა არც არაფერი აქვთ სამზარეულოსთვის. ჭურჭელს ტუალეტში რეცხავენ. გაზი და დენი სექტემბრის მერე გამორთული აქვთ დავალიანების გამო… სურათზე ქაღალდის მრგვალი საგანი ბავშვის მიერ ქაღალდით და სკოჩით გაკეთებული ბურთია…


ბავშვები ძალიან კარგად სწავლობენ… განსაკუთრეით უყვართ მათემატიკა, წიგნების კითხვა. გოგონა ცეკვაზე და მოდელობაზე ოცნებობს, თუმცა უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. როგორც ამბობენ, კარგად კერავს.
არიან ძალიან პოზიტიური, მაგრამ ამინც ამდენი რობლემებისგან ცოტა ჩაკეტილი ბავშვები. ცხოვრობენ… სწავლობენ… ოცნებობენ…

ოჯახს გადაუხდელობის გამო  არც შუქი აქვს და არც გაზი. შორენამ მთელი  პაპანაქება  ზაფხული რუსთავში იმუშავა, მაგრამ 5-7ლარებით  იქაც ვერ დააგროვა გადასახდელი თანხა, ბავშვებს საჭმელი ხომ უნდოდათ… არადა უშუქობა დ უგაზობა ამ სიცივეში და თან ახალ წელს, როცა შენს ირგვლივ ყველა ტელევიზორს უყურებს, დამეთანხმეთ, ძ ალიან რთულია…

ნებისმიერი საჩუქარი: ნივთი… წიგნი… ავეჯი… ტანსაცმელი… საკვები…. ნებისმიერი რამ, ახალი თუ მეორადი, ამ ბავშვებისთვის შეიძლება დიდი შვება იყოს….

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ნეგატიური პოსტის გაზიარებისთვის, მაგრამ… იქნებ შევძლოთ და ცოტათი მაინც გავუხალისოთ ახალი წელი ამ ოჯახსაც.

 როგორც გავარკვიეთ, ხვალისთვი .შუქის გადასახდელი ქვითრით არის  236 ლარი, ხოლო გაზის სავალდებულო 219 ლარი.  მთლიანიდავალიანება  შეადგენა  1269 ლარს, მაგრამ თუ ხვალ დაიფარება 236+219 ლარი, დავალიანება  გადანაწილდება.  

თუ  219 ლარი გადაიხდება, გაზს ჩაურთავენ საახალწლოდ, 236 ლარი კი სიბნელეს გაანათებს.

მეგობრებო! იქნებ ჩვენ გავუკეთოთ ამ ოჯახს საახალწლო საჩუქარი და ახალ წელს სითბოში და სინათლეში შეხვდნენ. ნუთი 455 ლარს ვერ შევაგროვებთ ხვალამდე?

ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ერთად დგომის ძალა,  მსურველებს შეგიძლიათ ამ ანგარიშზე ჩარიცხოთ თუნდაც 1 ლარი. ანგარიში გახსნილის თემო მინდორაშვილის სახელზე, რომელმაც ამ ახალ წელს მერეთში ერთ ოჯახს საზოგადოების დახმარებით სახლი გაუკეთა.

საქართველოს ბანკი

პირადი ნომერი : 01027085708

ან

ანგარიში GE96BG0000000797930200

და ბოლოს, მივმართავთ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს, მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოძაძეს, დევნილთა სამინისტროს-სად ბრძანდებით, ბატონებო? 455 ლარი ვერ მოიძიეთ რომ ოჯახი ახალ წელს სინათლეში შეხვდეს?

P.S. თუ ხაშურის მუნიციპალიტეტი, ან მაჟორიტარი , ან დევნილთა სამინისტრო გადაწყვიტავს გამოეხმაუროს მასალას, ჩვენ მზად ვართ მათი კომენტარი საზოგადოებას მივაწოდოთ.

კომენტარის დატოვება