“კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვან პროექტს და პროგრამას განვახორციელებთ“

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი იყო – „ახალი ტფილისი“ რომლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება – „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს, ასევე, დაწყებულია ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაცია, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული ბაღების ერთმანეთთან დაკავშირება, ასე რომ, „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ერთ-ერთი მასშტაბური, ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისათვის, რომელიც 2017 წელს განხორციელდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, დიდიპროექტებიდანაღსანიშნავიაკრწანისი-შინდისისსრულიად ახალი გზა, ასევე, პუშკინის ესტაკადა,სამება-მახათას გზა.გარდაამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაჩაუტარდაქალაქშიარსებულ ხიდებს, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. მათ შორის, ბარათაშვილის ხიდს,  გულიას და ა.შ. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ქუჩებს,მათ შორის, ბარნოვის ქუჩას, ნუცუბიძეს, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზას და ა.შ.

თბილისის მერის თქმით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზადა 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მთაწმინდის საბაგირო გზისრეაბილიტაცია.

 რაც შეეხება გამწვანებას, თბილისის მერის განცხადებით,მხოლოდ 2016 წელს დედაქალაქის ცენტრსა და შემოგარენში, ჯამში 180 000 ხე-მცენარე დაირგო, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა, ასევე,  სკოლამდელი აღზრდა-განათლების სფეროში გადადგმული ნაბიჯები. 2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ნაწილიც მიმდინარეა, ნაწილის კი უახლოეს ხანებში დაიწყება.

2017 წელსახალიბაღებიგაიხსნებაკრწანისში,ჩუღურეთისრაიონში, წყნეთში, სოფელგლდანში, ვაშლიჯვარში, სამგორისრაიონში, თემქაზე,სოფელდიღომში, სოფელწინუბანში დასაბურთალოზე. ამასთან, მომავალ წელს დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება : დიდუბეში, გლდანში,  2 ბაღის მშენებლობას დავიწყებთ დიდ დიღომში, 2 ბაღი აშენდება ნაძალადევში, ასევე, ახალი ბაღი აშენდება ჩუღურეთის რაიონში და საბურთალოზე.აღვადგინეთ დახურული ბაღები და გავხსენით ახალი ჯგუფები უკვე არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რამაც ბაღების ნაწილში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოგვცა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო-ნაგებობების კუთხით დაგეგმილ დიდ პროექტებს, თბილისის მერის თქმით,  2017-ში დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა და სხვ.  დავით ნარმანიას თქმით, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც თბილისშიხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, გაგრძელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა,უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2017-ის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება, ასევე, რაგბის ახალი კომპლექსი, რომლის მშენებლობაცწელს დაიწყო. 4 ჰა ტერიტორიაზე ოთხი

მოედანი განლაგდება. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. კომპლექსი მასშტაბურია და 2017 წელს თბილისი უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა  თამაშების ერთ ნაწილს.

„პროექტების ბოლოს კი აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გუშინ საკრებულომ განიხილა და მიიღო ქვენორმატიული ცვლილებების პაკეტი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივ გადასახადებსა და  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელსშეეხებოდა. შესაბამისად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან, შესაძლებელი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით 52,3 მლნ ლარის მობილიზება, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“ –  განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება