უკრაინაში ომი მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს გლობალური საკითხია – ბაიდენი

“რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული ომი უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ტოკიოში ისაუბრა. მან უკრაინაში მიმდინარე ომს საერთო ისტორიის ბნელი საათი უწოდა.

მისივე თქმით, პუტინი ცდილობს კულტურის განადგურებასაც, რადგან რუსეთის სამიზნე უკრაინაში სკოლები, ეკლესიები და მუზეუმებია.

“უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქუჩებში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მილიონობით ლტოლვილი, იძულებით გადაადგილებული ან გადასახლებულია. ეს არის მეტი, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი ეს არის გლობალური საკითხი. აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას გლობალური რეაგირებისთვის, რუსეთის ინტერვენცია მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის საერთო ღირებულებებს”, – თქვა ჯო ბაიდენმა.