დაახლოებით 29 350 ჯარისკაცი, 1 302 ტანკი, 3 194 ჯავშანტექნიკა – რუსეთის დანაკარგი 24 მაისის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 29 350;
  • ტანკი – 1 302;
  • ჯავშანტექნიკა – 3 194;
  • საარტილერიო სისტემა – 606;
  • სარაკეტო სისტემა – 201;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93;
  • თვითმფრინავები – 205;
  • ვერტმფრენი – 170;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 480;
  • ​საკრუიზო რაკეტები – 112;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 213;
  • გემი/ნავი/კატარღა – 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 43;