აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადავარდა

აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობიდან, 25-მეტრიანი სიმაღლიდან მუშა გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობიდან გადავარდნილ 38 წლის კაცს ხერხემალი აქვს დაზიანებული. პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სასწრაფომ დაშავებული მუშა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსა. კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მას ოპერაცია სჭირდება, რის გამოც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

„ხერხემალი აქვს დაზიანებული, გადაჰყავთ თბილისში. კონტაქტურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.