ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი – კულება

ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. ის პარტნიორებს მოუწოდებს დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება.

კულება სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის შეტევა დონბასში ყველაზე სასტიკი ბრძოლაა ევროპის მიწაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

“ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის ყველაზე დიდი და სასტიკი ბრძოლა ევროპის მიწაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება, განსაკუთრებით MLRS-ის, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და APC-ის – წერს კულება.