ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 234 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 433-ზე მეტი ბავშვია დაშავებული.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 146-ს შეადგენს. კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში -103, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 49, ლუგანსკის ოლქში -50, მიკოლაევის ოლქში -45, ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირში -15.

ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულა, მათგან 173 სრულად არის განადგურებული.