ლაგოდეხში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 70 წლის ქალი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს 70 წლის ქალის სიცოცხლე ემსვერპლა

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებულმა გამაცხელებელმა გამოიწვია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და სამართალდამცველები იმყოფებიან.

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.