,,ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი” – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველი ხალხი აჩვენებს მტკიცე გადაწყვეტილებას, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – აცხადებს ბლინკენი.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად,

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენი ქვეყნები ასევე ერთად მუშაობენ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

ქართველების ამ დღესასწაულის დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას საქართველოსთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პარტნიორობასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.