გულიკო ზუმბაძის ინიციატივა და საახალწლო საჩუქარი ბავშვებს

გულიკო ზუმბაძე:-„ჩემი სამაჟორიტარო ოლქის (და არამარტო) სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალწელს!
დაე, მომავალი 2017 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის სიხარულის, სიკეთისა და წარმატებების წელი ყოფილიყოს!“

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრის გულიკო ზუმბაძის ინიციატივით, საკრებულოს დეპუტატის სამაჟორიტარო ოლქის სკოლების წარჩინებული მოსწავლეები, ქართული ენასა და ლიტერატურაში, მასწავლებლებთან ერთად ეწვივნენ.

სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს და თამარ მეფის სახელობის დარბაზში პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა.

მოწვეულ სტუმრებს შეხვდნენ და თვითმმართველობის საკითხებზე ესაუბრნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და გულიკო ზუმბაძე, რომლებმაც შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარის დატოვება