ახლა რატომ დუმხართ, ადამიანებო? თეა სირაძე 6 წელია ციხეში ზის… და 4 შვილი დედის გარეშე იზრდება!

F-news

ნინო ლეჟავა

რჩეულიშვილზე რომ ატეხა ჩვენმა “ჰუმანურმა” საზოგადოებამ ამბავი… ცოდოა, ქალია მაინც, გამოუშვითო… ამ ადამიანზე რატომ არ ვარდებით “ისტერიკებში”? ეს ქალი არ არის? ეს თვითონ იყო დაზარალებული და სხვანაირად რომ ვერ იპოვა სამართალი, თვითონ სცადა 4 შვილის დედამ მისი კუთვნილი თანხის გამორთმევა, რაზეც თაღლითებმა უჩივლეს 5 კაცი გვცემაო… ხოდა… სახელმწიფომ თაღლითები დაზარალებულად სცნეს, ეს ქალბატონი კი უკვე 6 წელია ციხეში ზის… და 4 შვილი დედის გარეშე იზრდება!!!!….

კითხვა მაქვს: რომელი უფრო ცოდოა? 4 უდედოდ დარჩენილი შვილი, და დედა, რომელიც 6 წელი შვილების გარეშე ცხოვრობს, თან საპატიმროში და ისჯება იმის გამო, რომ ადამიანებს პასუხი მოსთხოვა მისი შვილებისთვის წართმეული “ლუკმისთვის”…. თუ…. რჩეულიშვილი, რომელიც თურმე დისკომფორტს განიცდის, რადგან ოთახი კარგად არ ნიავდება… და რომელსაც ნახევარი საქართველო “გადაგდებული” ჰყავს??? სხვისი ნაოფლარით უზრუნველი ცხოვრება მოიწყო და ამდენი ხალხი ქუჩაში ჰყავს წლობით დატოვილი? და არც იმ დაზარალებულებისთვის უკითხავს ვინმეს რამე. და არც მათი მხარე დაუჭერია ვინმეს, როცა აქციებს მართავდნენ და თავს იწვავდნენ უიმედობისგან და უსამართლობისგან.

ახლა რატომ დუმხართ ადამიანებო? მე “არაადამიანიც” (ასე უწოდებდნენ ვინც ხელი არ მოაწერა მაიას გათავისუფლებას) კი შემძრა ამ ამბავმა და თქვენ… “ჰუმანურო” საზოგადოებავ, ახლა რატომ აღარ გამოდიხართ გარეთ და რატომ არ ყვირიხართ სამართლიანობაზე? რომ ამბობდით მაიას ციხეში ჯდომით რა მოგემატებათო (ესეც სადაო საკითხია). ამ გოგოს იქ ყოფნით ვის რა ემატება????

ძალიან გულისამრევია ეს “მოდასაყოლილი ელიტარული ჰუმანურობა”… და ორმაგი სტანდარტები…

შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა. შეწყალება თეა სირაძეს არც ამჯერად შეეხო.

 

კომენტარის დატოვება