საგანგებო მდგომაროება 22 მაისამდე გრძელდება

საგანგებო მდგომაროება 22 მაისამდე გრძელდება,ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, 24 აპრილს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკურ ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც 2 ეტაპისგან იქნება შედგენილი: ეს არის მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და, ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა.

პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების გეგმა.

ამირან გამყრელიძის თქმით პანდემია დიდმა ქვეყნებმა ვერ გააჩერეს!

-მომავალი 3 კვირა გადამწყვეტია,  აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი კვირა იქნება გავრცელების პიკი.

სლოგანი დარჩი სახლში უმრავლესობისთვის იქნება კარგახანს-კარანტინიდან ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ”

აქვე გეტყვით, რომ ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა