2016 წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინებები

მედიამ ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილების 2016 წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინების სია შეადგინა.

სიაში პირველი ადგილი უჭირავს ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის განქორწინებას, ისინი 11 წელი ცხოვრობდნენ ერთად.

საკმაოდ სკანდალური იყო ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის დაშორება, რომელსაც თან ახლდა უსიამოვნო ბრალდებები და ფინანსური პრეტენზიები. წყვილმა მხოლოდ 15 თვე იცხოვრა ერთ ჭერქვეშ.

სიის მესამე ნომრად ნაომი უიტსის და ლივ შნაიბერის განქორწინებაა, მათი ოჯახური იდილიაც 11 წლის შემდეგ დაიმსხვრა.

მეოთხე ადგილზეა ჯოშუა ჯექსონისა და დიანა კრიუგერის განქორწინება 10 წლის თანაცხოვრების შემდეგ.

მეხუთე ადგილს კი 16 წლის შემდეგ დაშორებული წყვილი-მარტინ ფრიმენი და ამანდა ებინგტონი იკავებენ.

კომენტარის დატოვება