როცა სამართალი ზეიმობს…

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ზაზა სვანაძის საქმეზე პროცესი დასრულდა. მას შსს 17 მაისს დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს სვანაძე პირდაპირ ეთერში გაიტაცა პოლიციამ და მას სააგენტო evronews.ge-ს რედაქტორი მთელი დღე ეძებდა. ჟურნალისტი მხოლოდ 23:00 საათზე გაათავისუფლეს ხელწერილით.

შსს-ს წარმომადგენელი პროცესზე არსენ დათუაშვილი იყო, რომელსაც საკმაოდ არადამაჯერებელი ფაქტები მოჰყავდა. მომჩივან მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება,.

საქმის მოსამართლემ, ნინო ყანჩაველმა ზაზა სვანაძე გაამართლა. მას 250-2000 ლარის ჯარიმა ეკისრებოდა ან 15 დღიანი პატიმრობა.

p.s. პროცესზე ზაზა სვანაძის ადვოკატმა, ლაშა გოლუბიანმა მოსამართლეს მტკიცებულების სახით წარმოუდგინა დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო ჟურნალისტის დაკავების პროცესი, რაზეც მოპასუხე დათუაშვილმა განაცხადა, რომ ვიდეო „ბუნდოვან აზრს“ ტოვებს  და არ ასახავს რეალობას, თუმცა მოსამართლის კითხვაზე-აქვთ თუ არა მათაც რაიმე ვიდეო-ჩანაწრი, შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არანაირი ჩანაწერი არ აქვთ, მაგრამ „სიტყვას ამბობენ“. ამასთან, მან სვანაძის ბრალეულობა იმით ახსნა, რომ 2012 წლამდე ჰქონდა კონფლიქტი პოლიციასთან და გამოირჩევა აგრესიით, რამაც დარბაზში სიცილი გამოიწვია.