,,რუსეთთან ნებისმიერ შეთანხმებას გახვრეტილი კაპიკის ფასიც არ აქვს” – პოდილიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან შეთანხმება არ შეიძლება იყოს სანდო და მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შეჩერება მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი.

„რუსეთთან ნებისმიერ შეთანხმებას გახვრეტილი კაპიკის ფასიც არ აქვს. შესაძლებელია მოლაპარაკება ქვეყანასთან, რომელიც ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება?“

მისი თქმით, რუსეთი ბარბაროსული ქვეყანაა და მისი შეჩერება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება.

„რუსეთმა დაამტკიცა, რომ ბარბაროსული ქვეყანაა, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. ბარბაროსის შეჩერება მხოლოდ ძალით შეიძლება,“- აღნიშნა პოდოლიაკმა.