პოროშენკომ მესამე მცდელობით შეძლო უკრაინის დატოვება – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ მესამე მცდელობით, შეძლო უკრაინის დატოვება და ის უკვე პოლონეთშია.

შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნიდან 28 მაისს არ გაუშვეს. პოროშენკო 27 მაისს საკუთარი მანქანით პოლონეთში გადასვლას ცდილობდა, თუმცა მესაზღვრეებმა ამის საშუალება არ მისცეს, მიზეზად კი ხელისუფლების განკარგულება დაუსახელეს.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი და ამჟამად რადას დეპუტატი პარტია “ევროპული სოლიდარობიდან” , პოლონეთში ოფიციალურ საპარლამენტო მივლინებაში, კერძოდ კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.