გორში გმირთა მემორიალი გაქურდეს

გორში გოგი ოჩიაურის გმირთა მემორიალი, „რეკვიემი” გაქურდეს. ძეგლიდან წაღებულია რკინის დეტალები ხმლები და ფიგურების კიდურები.

მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა არაფერი იციან. თუმცა ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, დანაშაული არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

ძეგლი გორში 2008 წლის ომის შემდეგ დადგეს, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად.