საქართველო სირიას 100 ათასით დოლარით დაეხმარება

საქართველო სირიას 100 ათასით დოლარით დაეხმარება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად გამოეხმაურნენ სირიის ჰუმანიტარულ კრიზისს, პრემიერმა გამოთქვა მზაობა, დავეხმარეოთ იმ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

“ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები გაერო-სთან,  ყველა გზა გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. საბოლოო ჯამში შეთანხმდა, რომ ჩვენ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში, გაერო-ს სპეციალიზებული ფონდის მეშვეობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დახმარებას განახორციელებს”,-აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარის დატოვება