რეზიდენციაში 2020 წელს კოვიდრეგულაციების დარღვევით გამართული წვეულებების გამო ჯონსონს შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პრემიერმინისტრ ბორის ჯონს შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ. უნდობლობის წერილი ჯონსონს უკვე 28 დეპუტატმა წარუდგინა, ისინი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას Partygate-ის სკანდალის გამო ითხოვენ.

საუბარია პრემიერმინისტრის რეზიდენციაში 2020 წელს კოვიდრეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებზე. გამოძიების ფარგლებში, რომელიც პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დაასრულა, 83 პირზე 126 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმა შეეხო ჯონსონს და მის მეუღლესაც.

გასულ კვირას უფროსმა საჯარო მოხელემ, სუ გრეიმ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ჯონსონის რეზიდენციასა და მის მიმდებარედ გამართულ 16 წვეულებაზე. გრეიმ მოხსენებაში გააკრიტიკა დაუნინგ სტრიტში არსებული კულტურა და ხელმძღვანელობა. ანგარიშში ნაჩვენები იყო ფოტოები და იმ პირების სახელები, რომლებიც წვეულებას ესწრებოდნენ.