შვედეთისა და ფინეთის ნატოში დაშვება ორგანიზაციის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის რისკებს იწვევს – ერდოღანი

შვედეთისა და ფინეთის ნატოში დაშვება ორგანიზაციის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის რისკებს იწვევს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თურქეთი ამტკიცებს, რომ შვედეთისა და ფინეთის დაშვება იწვევს რისკებს საკუთარი უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის მომავლისთვის. სრული უფლება გვაქვს, მოლოდინი გვქონდეს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მოელიან, რომ ნატოს სიდიდით მეორე არმია მათ მე-5 მუხლის თანახმად დაიცავს, თავიდან აიცილებენ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მიერ სახსრების მოძიებასა და პროპაგანდისტული საქმიანობის წარმართვას“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის მოთხოვნაა, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეზღუდონ ყველა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა და მათი წევრების ექსტრადიცია მოახდინონ.

„ტერორიზმი საფრთხეს უქმნის ყველა წევრს და კანდიდატმა ქვეყნებმა გაწევრიანებამდე უნდა აღიარონ ეს რეალობა. თუ ისინი საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ, თურქეთი ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლის“, – დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.