სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში 9 იანვარს განახლდება

დღეიდან თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დაიწყო.

არდადეგებს წინ უსწრებდა საახალწლო ღონისძიებები, რომელიც ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა.

ახალი წლის მოახლოება ბაღებში ტრადიციული ზეიმებით აღინიშნა, სადაც პატარებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი განასახიერეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ბავშვების მხიარულ წინასაახალწლო განწყობაზე თოვლის პაპებმა და სანტა კლაუსებმაც იზრუნეს.

ყველა ბაღის აღსაზრდელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრები გადაეცა.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.

კომენტარის დატოვება