სკანდალი Facebook-ის გარშემო, რომელიც საქართველოში “ლაითად“ გაშუქდა…

სკანდალი facebook-ის გარშემო მსოფლიოს იპყრობს, თუმცა საქართველოში ნაკლებად გაშუქდა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცის რა ეტაპზეა საქმე. ამ საკითხზე სასაუბროდ სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით.

-ბატონო სოსო, საკმაოდ დიდი სკანდალია ფეისბუქის ირგვლივ ატეხილი, საქართველოში კი მხოლოდ გაკვრით გაშუქდა. ბრიტანეთის შემდეგ ცუკერბერგს უკვე ამერიკაშიც პრობლემები ექმნება. სავაჭრო-კონტროლის პალატამ უკვე დაიწყო შემოწმება ჰქონდა თუ არა ადგილი ფეისბუქიდან პირადი ინფორმაციის რეალურად გაჟონვას ფა აძლევდა თუ არა წვდომას ცუკერბერგი Cambridge Analytica-ს. როგორც ამბობენ კიდევ არის მოსალოდნელი სკანდალები, ამას დაუმატეთ ისიც, რომ საქართველოშიც დაიწყო ლაივების გათიშვა და ინფორმაციის სწორედ ფეისბუქიდან გაჟონვამ. რა ხდება?

-გრძელდება უპრეცენდენტო სკანდალი cambridge analitika-მიერ 87 მილიონი ფეისბუკ მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენების გამო.

ეს მონაცემები Cambridge amalitica- მ გამოიყენა დონალდ ტრამპის 2016 წლის არჩევნებისას პოლიტიკური რეკლამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ამ ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანიამ ფეისბუქის ადმინისტრაციის ნებართვით და ტარამპის გუნდის შეკვეთით,ინტერაქტიული გამოკითხვების მეშვეობით სოციალურ ქსელში შეაგროვეს და დაახარისხეს მონაცემთა ბაზა,რომლის გამოყენებაც საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით განისაზღვროს მომხმარებელთა ლოკალური ჯგუფების ხასიათი,შეხედულებები, პრობლემები და მოლოდინები.

ამან საშუალება მისცა პოლიტტექნოლოგებს დროულად და დამისამართებულად გაევრცელებინათ ამ მონაცემებიდან გამომდინარე ლოზუნგები და შეპირებანი, რომლებიც ზუსტად შეესაბამებოდნენ და ეხმიანებოდნენ მილიონობით ამომრჩევლის განწყობილებებს.

ცხადია,ამ ისტორიას არ შეიძლება არ გამოეწვია კითხვები ადამიანებში მათი პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მეთოდების, შენახვის პირობებისა და გამოყენების ტექნოლოგიების შესახებ. ეს კითხვები პირველ ყოვლისა მიმართულია სოციალურ ქსელ facebook-ის მიმართ,რომელიც მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობაზეა პასუხისმგებელი,ხოლო მეორე ადრესატი კი Cambridce analitica გახლავთ, რომელმაც არასანქცირებულად გამოიყენა 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მესამე პირის, ამ შემთხვევაში, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აშშ კონგრესის წინაშე 12 აპრილს წარსდგება, მანამდე მან უარი თქვა გაეცა პასუხები ინგლისის პარლამენტის წევრებისათვის. facebook-ის კაპტალიზაცია ამ სკანდალის შედეგად 16 %-ით შემცირდა.

მაგრამ ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მეტა-მონაცემების (Big Data) პოლიტიკური სისტემებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების წინააღმდეგ გამოყენების პერსპექტივაშია.

facebook-iის მომხმარებელთა უზარმაზარი სიმრავლე დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოების ყველაზე აქტიურ და ინფორმირებულ სეგმენტს წარმოადგენს. იგი,ასე ვთქვათ, უკუინტეგრირებილია აქტუალურ საზოგადოოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში და თუ დასავლური პოლიტიკური სისტემები და ინსტიტუტები, აწონასწორებენ და აკონტროლებენ ასეთ საფრთხეებს, ისეთ ქვეყნებში, როგორიც ჩვენია, სადაც მომხმარებელთა რიცხვი მცირეა, განათლების სისტემა მოღვეული, პოლიტიკური ინსტიტუტები, სუსტი, არცთუ დიდი ძალისხმევით შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ალტერნატიული-ქსელური საზოგადოება.

სოაციალური ქსელის კონტროლი დაქირავებული “გამპრავებლების”, ტროლებისა და ფეიკ-ნიუსების მეშვეობით დიდი ხანია გადაიქცა საზოგადოების კონტროლისა და მართვის ინსტრუმენტებად საქართველოში, რაც ნამდვილად არის უდიდესი პრობლემა.

დიდი უპასუხისმგებლობაა ხელისუფლების მხრიდან განზრახვა, რომ სოციალურ ქსელში “შეკეტოს” პოლიტიკური პროცესი და ის ზემოთმოყვანილი მეთოდებით აკონტროლოს, ვინაიდან ეს საზოგადოების დეგრადაციას იწვევს.

-შესაძლებელია პრობლემის დაძლევა?

-ეს გამოწვევა არ არის გადაულახავი დაბრკოლება, მისი დაძლევა შესაძლებელია ამ მეთოდების, მათი ინსპირაორებისა და განმახორციელებლების მხილებით,სოციალური ქსელის მომხმარებელთა ორგანიზებულობის ხარისხის გაზრდით, საზოგადოებრივი აზრის ალტერნატიული პლატფორმების შექმნით და ა.შ.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.