აურზაური „ოცნებაში“ – დეპუტატები გუნდის დატოვებაზე და კობახიძის იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ

როგორც საზოგადოებას ახსოვს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გედევან ფოფხაძემ გუნდსმძიმე შეურაცხყოფამიაყენა და ის რელიგიური გრძნობებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. დღეს კი მამუკა მდინარაძემ განაცხადა-„პარტიულ დისციპლინას ბოლო დღეებში უხეშად არღვევს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი“

კობახიძის განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები უმრავლესობიდან. ნუკრი ქანთარია „ოცნებიდან“ წასვლაზეც კი ალაპარაკდა და „იბერიას“ ეთერში განაცხადა:

ოცნებაშიჩემი არყოფნა თუ საქართველოს გააბრწყინებს, მაშინ ნაბიჯებს გადავდგამ.

გედის პოზიციას ვიზიარებ, მაგრამ ვთქვი მაშინვე, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება გაახმოვანა. პარლამენტის თავმჯდომარე კი 9 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთან აკეთებს განცხადებას, რომ გედიმ შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ მგონი პირიქით იყო, შეურაცხყოფას აყენებს ფოფხაძესაც და გუნდსაც.

არა მგონია, რომ ირაკლი კობახიძეს ცალკე გუნდი უნდა ჰყავდეს და არა მგონია, რომ ასეთი რამე შეინიშნება. გადაწყვეტით ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ვარქართული ოცნებისწევრი, ვარ მისი დამფუძნებელი, თუ ჩემი არყოფნა გააბრწყინებს საქართველოს, მაშინ მე გადავდგამ ნაბიჯებს. დღეს მიმაჩნია, რომ გუნდში არის რესურსი რომ გადავწყვიტოთ რა სჯობს და როგორ. იმედი მაქვს ასეც მოხდება და არავითარ დაშლაკატასტროფასთან არ გვექნება საქმე. პრემიერის ხელმძღვანელობით უნდა მოხდეს ფართო შეხვედრის ჩატარება.

უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი ამბობს, რომ  პარლამენტის თავმჯდომარე არ არის მათი უფროსი   და ირაკლი კობახიძეს გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს:

„მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და გუშინწინ მოსული ადამიანები რომლებიც მოვიდნენ ქართულ ოცნებაში, იმათმა არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება და რაღაცა პირადი კერძო სარგებელი მიიღეს ამ ქართულ ოცნებაში ყოფნით და დღეს ვინც მათ ეს მიანიჭა იმის გამო უპირისპირდებიან პრემიერს. პარლამენტის თავმჯდომარე მე მგონი არ არის ჩვენი უფროსი რა. ის არის ჩვენს მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი რომელსაც ვენდობოდით მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა ბოლო დროინდელი მისი განცხადებები თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ ესეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ ოცნებაში და ამიტომ ვამბობ”-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.