„პარტიულ დისციპლინას ბოლო დღეებში უხეშად არღვევს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი“

ქართული ოცნების მთავარ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერების საგანგებო შეკრება გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემ.

-“დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო პარტიული დისციპლინა, რომელსაც ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, უხეშად არღვევს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი. ამასთან დაკავშირებით გვექნება დამატებითი შეხვედრებიც, – პარტიულ თუ ფრაქციის ფორმატებში. მჯერა, რომ რამდენიმე დღეში ამ საკითხზე მსჯელობაც აღარ იქნება საჭირო, რადგან ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.

თქვენ იცით, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როცა რამდენიმე დეპუტატი ისეთ აზრს გამოთქვამს, რომელიც არაა მთლად კორექტული და შეურაცხმყოფელიც კია. რადგან ესაა პირველი შემთხვევა, ჯერჯერობით სანქციებზე არ გვისაუბრია” – თქვა უმრავლესობის წარმომადგენელმა.