„დატოვოს პრეზიდენტმა ნაჩუქარი თანამდებობა! ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები!“

პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ატარების მოთხოვნით სახალხო მოძრაობას იწყებს. პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია მოთხოვნას ასაჯაროვებს და პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვებას მოითხოვს.

-„საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს (მისი როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო პოზიცია ქვეყანას აშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე ის ღიად ლობირებს კრიმინალურ-პოლიტიკურ ორგანიზაციას ნაც. მოძრაობას) და დაკარგული აქვს ამომრჩევლის ნდობის მანდატი ვალდებულია დატოვოს ნაჩუქარი თანამდებობა და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში “მემარცხენე ალიანსი” დავიწყებთ სახალხო მოძრაობას, რათა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები!“

კომენტარის დატოვება