,,ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა – დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში” – კახა კალაძე

ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა. შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე მისი მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე ილია ელოშვილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“, – წერს კახა კალაძე.