,,იმ ქვეყნის პრემიერი, რომელიც ევროკავშირში საკუთარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ლობირებს, ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში უნდა დადიოდეს” – სალომე სამადაშვილი

ძალიან კარგია ყველა ვიზიტი ყველა ქვეყანაში, მაგრამ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირში საკუთარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ლობირებს, ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში უნდა დადიოდეს, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პრემიერი მრავალპარტიულ დელეგაციასთან ერთად უნდა ცდილობდეს, კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღოს.

„დღეს, როდესაც მიიღება ისტორიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, სად არის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი? ძალიან კარგია ყველა ვიზიტი ყველა ქვეყანაში, მაგრამ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირში საკუთარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ლობირებს, მრავალპარტიულ დელეგაციასთან ერთად უნდა დადიოდეს ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში და ცდილობდეს, მოიპოვოს პოლიტიკური მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის. ამის ნაცვლად ღარიბაშვილი ვინმე ხიდაშელთან ერთად გაურკვეველი ვიზიტებით არის დაკავებული, ამ ყველაფრის შედეგს ვიხილავთ უახლოეს მომავალში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.