საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთში არ დადასტურდა, მეორეში კი იკვლევენ

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“  ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში აღნიშნული ინფექცია არ დადასტურდა, მეორე შემთხვევა კი კვლევის პროცესშია. ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევის ეტაპზე ვერ ისაუბრებს არსებული შემთხვევის დეტალებზე, მათ შორის იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია, ვერ ისაუბრებს.

„მაიმუნის ყვავილი“ ამ დრომდე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.