ირაკლი კობახიძე – ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ერთობლივი განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას საქართველოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული ევროპარლამენტარები „ნაცმოძრაობის“ ლობისტები არიან.

„ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის, ასევე რასას და სალომე სამადაშვილს შორის. ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.