კახა კალაძე – წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები უხვი ნალექის გამო შეიქმნა, რამდენიმე საათში წყლის მიწოდება აღდგება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება.

მისი თქმით, სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები უხვი ნალექის გამო შეიქმნა.

​„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ არის ოპერატორი კომპანია და ეს არის მისი საკუთარი ქსელი. უხვი ნალექის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები სასმელ წყალთან დაკავშირებით, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ, რათა მოსახლეობამ სუფთა წყალი მიიღოს და რამდენიმე საათში წყლის მიწოდება უკვე აღდგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია.