უფალო! გაამთლიანე დაშლილი საქართველო!-საახალწლო ნატვრა

დიდო უფალო! გაამთლიანე დაშლილი საქართველო!

ჩემო აფხაზო მეგობარო! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მოვინანიოთ ერთად ჩვენი ცოდვები, ჩავეხუტოთ ერთმანეთს და არ დავდოთ თავი დასაცინად. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. მე , მარინა ნაჭყებია, რომელმაც გაიარა ტყვეობა ტასოს დაკრძალვის დღიდან მინდა ვაპატიო იმ აფხაზს, რომელმაც დიდი შეურაცყოფა მომაყენა ტყვეობის პერიოდში…ვპატიობ იმ აფხაზს, რომელმაც შეურაცხო ტასოს საფლავი….

უფალო! შენ დამიბრუნე აფხაზების სიყვარული და მეგობრობა!

შენ მიეც აფხაზებსა და ქართველებს მიტევების გზა…გზა , რომელიც ორთავეს გაგვაერთიანებს!
არ გვინდა გამყიდველი აფხაზი და ქართველი პოლიტიკოსების აზრი, არ გვინდა სიძულვილი….გავერთიანდეთ სიყვარულით, მეგობრობით…თორემ საფლავშიც არ მოგვასვენებს აფხაზი და ქართველი გმირი, რომელთაც ყავდა ერთი დედა სამშობლო—აფხაზეთი! ჩვენი კინკლაობით მესამე პირმა გვაჯობა…ეხლა მოვიდა დრო გაერთიანების და დავამარცხოთ ის აფხაზები და ქართველები, რომლებმაც მოიპოვეს ჩვენი გმირების ხარჯზე უდიდესი სიმდიდრე…

თქვენი შვილი სოხუმელი მარინა ნაჭყებია.

 

კომენტარის დატოვება