თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა „ქართულმა ოცნებამ” თავის პარტნიორ „სოციალ-დემოკრატების“ ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილები?! – პაატა მანჯგალაძე

თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა „ქართულმა ოცნებამ” თავის პარტნიორ „სოციალ- დემოკრატების” ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილები?! ძალიან მარტივი მიზეზის გამო – რასაც საუბრობენ, ლობისტების მუშაობის შედეგი კი არ არის, რეალობაა,- ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატაა მანჯგალაძე ევროპარლამენტში გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე “ქართული ოცნების” პოზიციას, რომ ეს ოპოზიციის მუშაობის შედეგია.

მანჯგალაძე იმედს გამოთქვამს, რომ “ვიღაც გამოჩნდება გონიერი “ქართულ ოცნებაში” და ამ კრიტიკას უპასუხებს არა ლანძღვა- გინებით, არამედ შემხვედრი ნაბიჯებით”.

“ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს იყო სამართლიანი. იმედი მაქვს, ამ სამართლიან კრიტიკას გაიზიარებს “ქართული ოცნება” და ამას არ მოჰყვება ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვა- გინების კამპანია.

კრიტიკასთან ერთად საუბარია იმაზე, რომ მაინც უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას და “ქართულ ოცნებას” არ უნდა გადავაყოლოთ საქართველო. თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა თავის პარტნიორ “სოციალ – დემოკრატების” ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილები?! ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ეს ლობისტების მუშაობის შედეგი კი არ არის, რასაც საუბრობენ, ეს არის რეალობა, ნიკა გვარამია დაკავებული პოლიტიკური მოტივით და 5 ივლისს ხელისუფლების წაქეზებით არბევდნენ ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს,”- განაცხადა მანჯგალაძემ.